DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას დეკლარანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკური განხრით;
** არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება საბაჟო ოპერაციებში;
** საქონლის დეკლარირებისა და დეკლარირების პროცედურების ზედმიწევნით ცოდნა;
** სასაქონლო ნომენკლატურის ცოდნა (საქონლის იდენტიფიცირება, სასაქონლო კოდის დადგენა);
** კომპიუტერული პროგრამების MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა(სავალდებულოა ერთი უცხო ენის ცოდნა);
უნარ-ჩვევები:
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური საქმიანი მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
კონკრეტული მოვალეობები:
** DHL-ის მეშვეობით ჩამოსული და გასაგზავნი ტვირთების დეკლარაციის და ფორმა #4-ის შევსება;
** განსაბაჟებელ საქონელზე შესაბამისი სასაქონლო კოდის მინიჭება;
** კლიენტის მოწოდებული დოკუმენტაციის შემოწმება;
თუ თვლით, რომ კომპანიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს კვალიფიკაციასა და უნარ-ჩვევებთან, ამასთან ერთად გსურთ გახდეთ ლიდერი საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: HR@geoexpress.ge არაუგვიანეს 28.05.2022. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ წარდგენილ მოთხოვნებს.
გთხოვთ ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დეკლარანტი".