ამანათების საერთაშორისო გადამზიდი კომპანია "ოკ ინთერნეიშენალ ფოსტ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00; შაბათი - 10:00-14:00
ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 700 ლარიდან (ხელზე ასაღები თანხა).
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის გამზირი N19ბ.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ამანათების დასაწყობება და სისტემურად აღრიცხვა;
** საწყობის მეთვალყურეობა;
** ამანათების მიღება და გაცემა;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უნარები და პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ოპერატიულობა;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@okipost.com და მეილის სათაურში "Subject" მიუთითოთ: "საწყობის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებებს!