www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული გადაწყვეტილებების მხარდაჭერის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. "ეფეს საქართველო" უკვე 10 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: კომერციული გადაწყვეტილებების მხარდაჭერის ხელმძღვანელი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების დეპარტამენტის ბიუჯეტის მომზადება და მონიტორინგი;
** ფასდაკლებების ბიუჯეტის მომზადება, მონიტორინგი და ანალიზი;
** რეგიონული და ქსელური ობიექტების მოგება-ზარალის ანგარიშების ანალიზი;
** გაყიდვების გუნდის KPI შედგენაში მონაწილეობა და პროცესის შესრულების მონიტორინგი;
** დილერებთან ჩარიცხვების კონტროლი და ბარათების ნაშთების ყოველთვიური შედარება;
** გაყიდვების გეგმის და დილერთა საბონუსე გეგმის მომზადება;
** დილერების საკრედიტო ლიმიტებისა და ბონუსების შეცვლის პროცესში მონაწილეობის მიღება და მათი ბონუსების კალკულაცია;
** თანამშრომლების ყოველთვიური ბონუსების კალკულაცია;
** გაყიდვების დეპარტამენტის ხარჯების კონტროლი და მათი სისტემაში ასახვა;
** დაგეგმილი ან/და მიმდინარე ბიზნეს ქეისების გაანგარიშება და შეფასება;
** სხვადასხვა ქსელური ობიექტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომპანიის და კონკურენტების გაყიდვების მონაცემების ანალიზი და ანგარიშგება;
** დანაყოფის სწორად ფუნქციონირებისთვის დოკუმენტების ნაკადის მონიტორინგი;
** ERP სისტემაში შეძენის/შეკვეთების კონტროლი და დადასტურება;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა საჭირო პროცესების დაგეგმარებაში;
** გაყიდვების დეპარტამენტთან დაკავშირებული ყველა სახის ad-hoc ანალიტიკა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 საფეხური);
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ ორი წელი მსგავს პოზიციაზე;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
** Power BI მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

"ეფეს საქართველოს" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები "ეფეს საქართველოს" მხრიდან დამუშავდება შრომითი ხელშეკრულების დადების მიზნით;
** "ეფეს საქართველო" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 10 აგვისტო.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |