კომპანია "Color Group/კოლორ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://colorgroup.ge
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტაციის შექმნა;
** სასაქონლო-ზედნადებების და ა/ფ გამოწერა;
** სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერების გაკეთება;
** ბანკის სალარო ამონაწერების გატარება საბუღალტრო პროგრამაში;
** საჭიროების შემთხვევაში საბანკო გადარიცხვების შესრულება ეროვნულ ვალუტაში;
** ხელფასების გატარება საბუღალტრო პროგრამაში;
** დებიტორების რეპორტის მომზადება ყოველდღიურად;
** დებიტორების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** შედარების აქტების მომზადება და გაფორმება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება ფუნქციონალურ ჭრილში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ORIS-ში და 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 10:00-19:00
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ე. ბაღდავაძის #3
ანაზღაურება: 1200
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@colorgroup.ge და ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!