www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო მონოგრაფი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

"მონოგრაფი თავისუფლების მოედანზე" არის ახლად გახსნილი დიზაინ სასტუმრო. ეს არის ხელოვნების, კულტურისა და ისტორიის ადგილი, რომელიც წარმოადგენს მე-18 საუკუნეში აშენებულ ისტორიულ შენობას, მრავალფეროვანი პანორამული ხედებით ყველაზე შთამბეჭდავ და ისტორიულად მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებზე. სასტუმრო მონოგრაფი გთავაზობთ: 36 ექსკლუზიურ და დახვეწილ ოთახს, Sominee - ქართული, "Fine Dining" რესტორანი, Nomura - იაპონური რესტორანი, Monograph Terrace - ინტერნაციონალური სამზარეულო.

სასტუმრო "მონოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მოემსახუროს სტუმრებს;
** მიიღოს და განათავსოს ჯავშანი რესტორნის მაგიდებზე;
** იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით;
** იყოს მაქსიმალურად მოქნილი სამუშაო გრაფიკთან, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს კოლეგის ჩანაცვლება;
** დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა (ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** გამოცდილება ანალოგიურ ან მსგავს სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად);
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 15 აგვისტომდე, შემდეგ ელ. მისამართზე: hr@monographtbilisi.com და სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიცია.

საკონტაქტო ნომერი: 577 37 46 29.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |