საკონსულტაციო კომპანია "ფინანსური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
ფინანსური ლაბორატორია უკვე შვიდი წელია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას ფინანსების მიმართულებით.
მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე http://www.FinLab.ge
აქვე გიზიარებთ მცირე ვიდეოს ჩვენს შესახებ: http://www.Youtube.com/watch?v=tMUvrbhoW0Y
ძირითადი მოვალეობები:
** სოციალურ მედიაში კომპანიის გვერდების მართვა;
** სტუმრების დახვედრა და შესაბამისი გადამისამართება;
** შეხვედრების ორგანიზება;
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე და მეილებზე დროული რეაგირება;
** საოფისე-საკანცელარიო ნივთების კონტროლი, შესყიდვები, ანგარიშსწორება;
** სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
** (უპირატესობა მიენიჭებათ ახალ კურსდამთავრებულებს);
** კომუნიკაციის კარგი უნარი, გამართული მეტყველება;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (როგორც საუბარი, ასევე წერა);
** საოფისე პროგრამების ცოდნა საშუალო დონეზე;
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ძალიან მეგობრულ გარემოს
** ყოველდღიურად ზრდის შესაძლებლობას
** ძალიან მრავალფეროვან ამოცანებთან მუშაობის შესაძლებლობას
** ხელფასის ყოველწლიურ ზრდას
სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე info@finlab.ge და გთხოვთ, მეილში აუცილებლად მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.