www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: WEB დეველოპერი
მომწოდებელი: ამერიკული სკოლა-კოლეჯი პროგრესი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"პროგრესი" 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.

"პროგრესს" ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე "პროგრესს" ანიჭებს ოფიციალურ უფლებამოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

"პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში WEB დეველოპერის პოზიციაზე:

ფუნქციები და მოვალეობები:

** საიტების დიზაინის განვითარების, განლაგების და კოდირების უზრუნველყოფა;
** საიტის ტექნიკური და გრაფიკული ასპექტების განხორციელება;
** არქიტექტურის, დიზაინის, საიტის სქემა/ინტერფეისის, მონაცემთა ბაზის დიზაინი/პროგრამირების და .NET განვითარება;
** საიტის სქემის შექმნა მომხმარებლის ინტერფეისის დიზაინის გათვალისწინებით შემდეგი სტანდარტების გამოყენებით . NET, HTML, PHP CSS, JavaScript;
** პასუხისმგებლობა ვებ გვერდის განლაგებაზე პროექტის შინაარსიდან გამომდინარე;
** მუშაობა მონაცემთა ბაზის სერვერზე;
** არსებული საიტების და პროგრამების ყოველდღიური ზედამხედველობა;
** უშუალო ხელმძღვანელის წინაშე რეპორტინგი საჭიროების გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება Web დეველოპმენტის მიმართულებით;
** ვებ სერვისების ინტეგრაციის გამოცდილება (SOAP, REST, JSON, XML)
** მონაცემთა ბაზების სიღრმისეული ცოდნა (MS SQL, MySQL)
** ბიზნეს პროცესის მოდელირების გამოცდილება სასურველია;
** დაპროგრამირების/სკრიპტის წერის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** არგუმენტირების უნარი
** დროის მენეჯმენტი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** ემპათიური, კოლეგიალური და პასუხისმგებლობიანი

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: დისტანციური, ამავდროულად საჭირო იქნება პერიოდულად სამუშაო შეხვედრებზე ფიზიკურ ან ონლაინ რეჟიმში დასწრება
** ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
** მისამართი: თბილისი, ჯიქია, ანა პოლიტკოვსკაიას N39

ჩვენს ორგანიზაციაში გელით კომფორტული სამუშაო სივრცე, პროგრესული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ თქვენი განახლებული რეზიუმე გადმოგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr.tbilisi@schoolprogress.ge. Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |