www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: DentaShop
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

შპს "დენტაშოპი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

განიხილება როგორც ნახევარ განაკვეთზე, ასევე სრულ განაკვეთზე პოზიცია.

შპს "დენტაშოპი" ახორციელებს სტომატოლოგიური მასალების დისტრიბუციას და წარმატებით მუშაობს B2B, B2C სექტორში. კომპანია 10 წელია წარმატებით ხელს უწყობს განათლების დონის ამაღლებას და მუდმივად ატარებს სასწავლო კონფერენციებსა და ლექციებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაცული იქნას კორპორატიული ეთიკა და ამიტომ, კომპანია ყოველთვის ზრუნავს თანამშრომლების განათლებაზე. ჩვენს თანამშრომლებს აქვთ ყველაზე ენერგიული, თანამედროვე და სასიამოვნო გარემო, სადაც ყოველდღიურად ხვდებით ახალ სახეებს და სწავლობთ ახალ საქმეებს.

ძირითადი მოვალეობები:

** Superfin პროგრამაში ბრუნვის მონაცემების შეყვანა
** მომხმარებლის ბარათის კონტროლი პროგრამა Superfin-ში
** შეკვეთების მიღება და მონიტორინგი
** პროდუქციის აღრიცხვა პროგრამულ მონაცემებთან შესაბამისობაში
** საწყობების შედარებების შესრულება კომპანიის კლიენტებთან
** პროდუქციის ინვენტარიზაციის განხორციელება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც
** ასაკი: 18-25 წ.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word)
** აუცილებელია ერთი რომელიმე ენის: ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე
** კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან სწავლების პერიოდს
** ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და ურთიერთშეთანხმებაზე.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@dentashop.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ოფისის მენეჯერი".

შემოუერთდი "დენტაშოპის" ყველაზე ენერგიული და კომპეტენტური თანამშრომლების გუნდს!

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |