"Skyhi" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც 2014 წლიდან დღემდე შეძლო ყველაზე დიდი პორტფელის შექმნა IT აუთსორსინგის სერვისებში.
200-ზე მეტი დამკვეთი მოიცავს სააფთიაქო ქსელებს, სასტუმროებს, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს, უცხოური კომპანიების წარმომადგენლობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა.
"სქაიჰაი" მთელი საქართველოს მასშტაბით 5000-ზე მეტ საბოლოო მომხმარებელს უწევს სერვისებს.
ვის ვეძებთ?
ვეძებთ ადამიანს რომელიც გააძლიერებს ჩვენს გუნდს, ჯუნიორ აიტი მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელსაც სურს დაიწყოს კარიერა აიტი მიმართულებით და აქვს სურვილი:
** განვითარდეს უფრო სწრაფად, ვიდრე საშუალო სტატისტიკური აიტი
** უახლოეს ერთ წელიწადში აიღოს რამდენიმე (1 ან 3) საერთაშორისო სერტიფიკატი, Microsoft, Google, CompTIA, Bitdefender, 3CX and etc;
** მკაფიოდ ხედავდეს საკუთარ მომავალს გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში;
** იმუშაოს გამოცდილი ადამიანების გვერდით, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს;
** ეამაყებოდეს ორგანიზაცია სადაც მუშაობს და საქმე რომელსაც აკეთებს.
რა გამოგარჩევს?
თუ გიყვარს ტექნოლოგიები, გაქვს მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება და იცი შემდეგი მიმართულებები:
** E-mail (Microsoft Outlook, G-suite, Office 365)
** Printers and scanners
** IP phones
** Operating systems (Windows, MacOS)
** Wi-Fi
** Domain user Setup
** Antivirus
** Computer Hardware
რა უნდა გააკეთო?
** ინციდენტების გადაწყვეტა დისტანციური არხებით
** კლიენტის ოფისში ტექნიკური ამოცანების განხორციელება
** მომხმარებლების დაკვალიანება და ინსტრუქტირება
** საკითხების შესაბამისად ესკალაცია
** კოლეგებთან კოორდინაცია და ინფორმაციის გაზიარება
** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია
რა დაგჭირდება?
** ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა
** მონდომება და საკუთარ თავზე მუშაობა
რით გაგახარებთ?
დასვენება, გართობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქმე და მიზნებზე ორიენტირება, ამიტომ ჩვენთან გელოდებათ:
** სუპერ მეგობრული გუნდი
** ხალისიანი ურთიერთობები
** საინტერესო თავგადასავლები
შერჩევის ეტაპები:
** საკუთარი ცოდნის შეფასება ონლაინ კითხვარით
** ონლაინ ტესტირება
** პირისპირ ინტერვიუ
** კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება
სამუშაო გრაფიკი და ადგილი:
** ცვლადი კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა არ აღემატება 40 საათს.
** ოფისი: დადიანის გამზირი #7
ასევე ისარგებლებთ ულიმიტო სასაუბრო დროით და ინტერნეტით
P.S. ყველა საერთაშორისო გამოცდას და ტრენინგს ვაფინანსებთ ჩვენ.
მოგვწერე ელფოსტაზე: hr@skyhi.ge ან ჩვენი ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებაში: https://www.facebook.com/SkyHiLLC/
ჩვენი გუნდის სახელით გისურვებ წარმატებებს!