www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ITF
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 31 მარტი

საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია ITF-ი, რომელიც არის საერთაშორისო კომპანია "ITF Global"-ის შვილობილი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;
** ახალი კლიენტების მოზიდვა და აუთსორს მიმართულების განვითარება;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება/გაყიდვა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** კლიენტებისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა გადაწყვეტილების მიღებაში;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა;
** კონკურენტების შესწავლა და ანალიზი;
** პარტნიორი კომპანიების შესწავლა;
** უშუალო ხელმძღვანელთან შედეგების განხილვა და რეპორტინგი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში);
** გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება IT-ის (უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას IT მიმართულებით);
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა

სხვა მოთხოვნები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** დარწმუნების უნარი
** პროდუქტის/მომსახურების ეფექტურად შეთავაზების უნარი
** კომუნიკაბელური
** მოტივირებული

** სამუშაო განაკვეთი: 10:00 - 18:00
** სამუშაო ადგილი: დისტანციური
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (გამოცდილების მიხედვით)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@itforce.ge 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |