"ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.
"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 22 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული პროცედურების შემუშავება/ცვლილების შეტანა, დანერგვა და შესრულების კონტროლი;
** ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული საქმიანობის დროული უზრუნველყოფა, შიდა აუდიტის წარმოება;
** მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების/ხარვეზების შესახებ კორექციული და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, ხარისხის მართვის სისტემებთან და ISO სტანდარტის მოთხოვნებთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარება და კონსულტაციების გაწევა თანამშრომლებისთვის;
** ხარისხის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის უზრუნველყოფა, ხარისხის თათბირების მოწვევა, ჩატარება, ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში პროცესების გაუმჯობესებისათვის კონსულტაციების გაწევა თანამშრომელთათვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის კარგი ცოდნა;
** სასურველია ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი აღნიშნულ სფეროში;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური, დეტალებზე ორიენტირებული, პრინციპული.
** გუნდის მართვის უნარი
სამუშაო გრაფიკი: მინიმუმ 3 დღე
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილოს ტერიტორია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2023 წლის 20 აპრილამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებებს!