www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას თბილისის სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 800 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება;
** მომხმარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** MS პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მონაცემთა ბაზაში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.
** სხარტი აზროვნების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების ოპერატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |