www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: RMG
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

კომპანია "RMG" (Rich Metals Group) ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობის აღწერა:

** კომპანიის შიდა გამოყენების პროგრამული უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრა;
** კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური განვითარება და მხარდაჭერა;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური დოკუმენტაციის განახლება, ახალი დოკუმენტაციის შექმნა;
** აუცილებელი პირობა - შემდეგი სისტემების ცოდნა და მათში მუშაობის გამოცდილება:

- Microsoft Visual Studio
- VB.Net
- C#
- ASP.NET
- HTML, CSS, JavaScript
- MS SQL Server
- IIS Server

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების ან/და კავშირებულ სფეროში.
** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის (პროგრამირების) გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** ინდივიდუალურად და გუნდთან ერთად მუშაობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@richmetalsgroup.com არა უგვიანეს 2017 წლის 04 აგვისტოს 18:00 საათისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ კომპანია RMG-იმ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru