www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენელის (პრისეილერის) პოზიციაზე თბილისში.

Global Beer Georgia ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართვას სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG, როგორც ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.

ამ დინამიურ და სწრაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდ წილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი.

თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის გაყიდვების და წარმოდგენის ორგანიზება საცალო და საბითუმო ქსელში
** ქსელის ჩამოყალიბება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა
** სარეკლამო მასალების და გაყიდვებისთვის აუცილებელი ტექნიკის სარეალიზაციო ქსელში ეფექტური განთავსება
** სადისტრიბუციო ქსელში შეკვეთების მენეჯმენტი და ფულადი სახსრების ინკასაციის პროცესის სწორად წარმართვა
** სადისტრიბუციო ქსელის დროული ინფორმირება ფასდაკლებების, პრომო აქციების და სპეციალური შეთავაზებების მხრივ
** სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების და აღწერილობის სრულფასოვნად ცოდნა
** კომპანიის მიზნების, პრიორიტეტების, ამოცანების გათავისება და შესრულება მის სადისტრიბუციო ქსელში
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის წარმოება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები და ამოცანები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 20-30 წელი
** უმაღლესი განთლება
** გაყიდვების, მარკეტინგის, თრეიდმარკეტინგის ან მერჩენდაიზინგის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** "B" კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** ზეპირსიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** მიზანდასახულობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@globalbeergeorgia.com გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ელ. წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru