www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი - ბათუმი
მომწოდებელი: ჰოსტელი ბათუმი გლობუსი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

ჰოსტელს "ბათუმი გლობუსი", რომლის ძირითად კონტინგენტს წარმოადგენენ უცხოელი სტუმრები, ესაჭიროება ადმინისტრატორი - 18-დან 35 წლამდე სასიამოვნო გარეგნობის გოგონა.

სამუშაო ადგილი: ბათუმი. არ განიხილება CV-ები სხვა ქალაქის რეზიდენტი პირებისაგან.
გამოცდილება სავალდებულო არ არის. ჩვენ შეგასწავლით და მოგამზადებთ სათანადო პროგრამით.
პრიორიტეტულად მიიჩნევიან ტუდენტები, ვისაც ამ სფეროში გამოცდილების მიღება სურს.

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; (MS Word, Excel, Outlook)
** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** გაწონასწორებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

მოვალეობები:

** სტუმრის მიღება და განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სტუმრების რეგისტრაცია;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოცემული ვაკანსიისთვის გათვალისწინებულია 24 საათიანი სამუშაო ცვლები (დღე/ღამე).

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kisi55@rambler.ru და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრატორი".

განაცხადების მიღება წარმოებს 2017 წლის 1 აპრილამდე.

გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru