www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მუშაკი
მომწოდებელი: საქართველოს სოც. მუშაკთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 4 მარტი / განცხადების ვადა: 3 აპრილი

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე.

სოციალური მუშაკის ფუნქციებში შედის:

** ბენეფიციართა საჭიროებების იდენტიფიცირება, შეფასება და მათზე მორგებული მომსახურების დაგეგმვა;
** ბენეფიციარებთან სარეაბილიტაციო მუშაობა;
** ბენეფიციართა სოციალური მომსახურებებით უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში
** სოციალური მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება
** სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების და/ან განხორციელების გამოცდილება (სასურველი);
** სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
** ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (სასურველი).

სამუშაო უნარ-ჩვევები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების ცოდნა;
** წერითი და ანალიტიკური უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ეფექტურად გამოყენების უნარ-ჩვევები;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.

დაინტერესებულმა პირებმა CV და სამოტივაციო წერილი უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: gasw@gasw.org

თუ გამოგზავნიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ დაგიდასტურეთ ელ-ფოსტის მიღება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ: 2 39 00 71.

განცხადების შემოტანის საბოლოო ვადა: 17 მარტი, 2017 წელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru