www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი/სტაჟიორი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 8 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

"ლიდერ კრედიტი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე, დასაქმების პერსპექტივით.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. რუსთავი, ქ. მარნეული.
პერიოდი: 3 თვე.

სტაჟირების პერიოდში თქვენ პრაქტიკაში შეისწავლით;

** მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ საკრედიტო პროდუქტებს;
** ახალი კლიენტების მოზიდვისთვის საჭირო ეფექტური გაყიდვების ხელოვნებას;
** საკრედიტო განაცხადის მომზადებას, კლიენტების ბიზნესის ანალიზს/შეფასებას და კომიტეტისთვის წარდგენას;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობის და მათთან მოლაპარაკების წარმოებით, საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვას.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი)
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ბაზისური ცოდნა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** სისხარტე
** კომუნიკაბელურობა
** ინიციატიურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა.

ანაზღაურება: 100 ლარი.

სტაჟირების დასრულებისას გაიცემა სტაჟირების ცნობა, ხოლო წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან მიკროსაფინანსო კომპანია "ლიდერკრედიტში".

თუ გსურთ მიიღოთ ცოდნა, აიმაღლოთ კვალიფიკაცია და გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge არაუგვიანეს 2017 წლის 07 აპრილისა. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია: "ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი" და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru