www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: ხელი ხელს
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

ინკლუზიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია "ხელიხელს" 2011 წლიდან ახორციელებს საოჯახო ტიპის საცხოვრებლის მომსახურებას ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანებისთვის; აგრეთვე, ორგანიზაცია იწყებს ბინაზე მხარდაჭერის სერვისს 18 წლამდე ასაკის შშმ-პირებისთვის.

ორგანიზაცია აცხადებს სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, შშმ-პირების (როგორც ინტელექტუალური, ასევე ფსიქიკური დარღვევების მქონე) მხარდამჭერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

მოთხოვნები განათლებისა და გამოცდილების შესახებ:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** სხვა ადამიანებზე (სასურველია შშმ პირებზე) ზრუნვის გამოცდილება;
** სასურველია ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში.

მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:

** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** დატვირთულობის/დაძაბულობის და კრიტიკის მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
** სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
** მიზანსწრაფულობა;
** ადაპტაციის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

პასუხისმგებლობა:

** შშმ პირების დახმარება/მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ღირსეული მოპყრობა/უფლებების დაცვა;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო, ფუნქციონალური და პროფესიული უნარების განვითარება.

ფუნქცია/მოვალეობები:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების:

** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების გამომუშავების (თვითმოვლა, თვითმომსახურება) და საოჯახო საქმიანობაში ჩართულობის მხარდაჭერა;
** პროფესიული უნარების გამომუშავების და სამსახურებრივი საქმიანობის მხარდაჭერა/ხელშეწყობა;
** სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა;
** განათლება/განვითარების ხელშეწყობა;
** ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, უფლებების დაცვაში მხარდაჭერა;
** პირადი დოკუმენტაციის წარმოება.

შერჩევის პროცედურა:

1 ეტაპი - CV-ისა და სამოტივაციო წერილის განხილვა;
2 ეტაპი - გასაუბრება;
3 ეტაპი - 3 თვიანი პრაქტიკა;
4 ეტაპი - ტესტირება.
5 ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმება.

გთხოვთ, CV დასამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1000 სიტყვა) გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@handinhand.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ორგანიზაციის ადმინისტრაცია მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.

პატივისა და გულისცემით,
ხელიხელს

ოფიციალური ვებგვერდი
Facebook-ის ოფიციალური გვერდი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru