www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სუპერვაიზერი - ქუთაისი
მომწოდებელი: ბიდი პლუსი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

შპს "ბიდი პლუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia /Maylo /Berrak (ტუალეტისა და სამზარეულოს ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით). კომპანია მეშვიდე წელია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთის და ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.

კომპანია აცხადებს დასავლეთ საქართველოს სუპერვაიზერის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო არეალი: იმერეთი, სამეგრელო.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წელი (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა;

ძირითადი მოვალეობები:

** გეგმების შედგენაში მონაწილეობა/შესრულების მონიტორინგი;
** არსებული ქსელის მართვა/განვითარება;
** ახალ ობიექტებზე მოლაპარაკებების წარმოება;
** კონსიგნაციის კონტროლი/მართვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი სავაჭრო აგენტების მუშაობის მართვა;
** ყოველდღიური მარშრუტების შედგენა/შესრულების კონტროლი;

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული უნარები;
** სხვისი საქმიანობის მართვის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 14 აპრილის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru