www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ფარმაციის კურსები სტაჟირებით
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

"VIP Intellect Group" გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსებს ჯანდაცვის მენეჯმენტში და ფარმაკოლოგიაში სტაჟირებით და საუკეთესოების დასაქმებით!

ტრეინინგ კურსი ჯანდაცვის მენეჯმენტში:

კურსის მიზანია: კვალიფიციური ჯანდაცვის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების ეფექტიან ადმინისტრირებას შეძლებენ.

მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის და სადაზღვევო ორგანიზაციების პერსონალი, ზოგადი სამედიცინო მენეჯერები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები, ამ სფეროებში დასაქმების მსურველები, რომელთაც სურთ იმუშაონ სამედიცინო დაწესებულებში მთავარ ექიმად, სამედიცინო ექსპერტად, პროგრამის კოორდინატორად, მენეჯერად, მითერად, ხარისხის კონტროლში, დაზღვევაში, სამედიცინო სოციალურ ექსპერტიზაში, ადამიანური რესურსების მართვა, რეცეფშენში, ქოლ ცენტრში.

მოდულირებული პროგრამა მოიცავს:

** თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ამოცანებს, ქეისების აქტიურ ანალიზს, მომზადებას და ტესტებს.
** ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები.
** მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით.
** ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
** კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.

მოდულში გაერთიანებულია:

** ჯანდაცვის მენეჯმენტი: ჯანდაცვის პოლიტიკა, სისტემის შეფასება, ჯანდაცვის ეკონომიკა, ორგანიზაციული მენეჯმენტი, ჯანდაცვის სფეროს მარკეტინგი, მართული ჯანდაცვა, ამბულატორიისა და საავადმყოფოს მართვა და სხვა საკითხები.
** სამედიცინო ხარისხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეპიდემიოლოგია, სამედიცინო სტატისტიკა, ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია,
** ჯანდაცვის სამართალი: ექიმის და პაციენტის უფლებები, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა, სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა 100, საავადმყოფო ფურცელი
** სადაზღვევო საქმე: ჯანმრთელობის დაზღვევა, სადაზღვევო სამართალი და სახელმწიფო და რეგულირება.
** პროექტის მართვა: სამედიცინო პროცესის კასკადის და ჯანდაცვითი პროგრამების დაგეგმვა, პროექტის მისიის და მიზნების მნიშვნელობა, ჯანდაცვის სფეროს კვლევები.
** პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კურსი?

პროგრამა მსმენელს სთავაზობს:

** ევროპის რეგიონში აღიარებულ ჯანდაცვის მენეჯმენტის კვალიფიკაციის სერტიფიკატის მინიჭებას;
** ინფორმაციას ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, კვლევის ძირითადი მეთოდების შესახებ, არსებული ინსტიტუციების მართვასა და ლიდერობაში, ფინანსირება-ბიუჯეტირებაში, ჯანდაცვის გლობალურ და ეროვნულ პოლიტიკაში;
** ტრენინგის სხვადასხვა საფეხურის კურსდამთავრებული შეიძენს მართვის ზოგად უნარ-ჩვევებს: სერვის პლუს, ძირითადი წინააღმდეგობების გადალახვა, მართვა კრიზის დროს, ეფექტური ურთიერთობა ორგანიზაციაში,
** სამედიცინო პერსონალის მოტივაცია და ორგანიზაცია, დროის მართვის თანამედროვე მეთოდები, ადამიანური რესურსების ეფექტური მართვის მიმართულებები და ფუნქციები, კადრების შერჩევა, თანამშრომლების მოვალეობები და სუბორდინაცია, საშტატო გადაადგილების ეფექტური მართვა, ზოგადი ფსიქოლოგია, კადრების განვითარება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი, საქმიანი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობის ტაქტიკა და ტექნიკა;
** ჯანდაცვის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამას სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები დარგის წამყვან დაწესებულებებთან საქართველოში.

გაითვალისწინეთ: სრული კურსის გავლის შემდგომ ტესტირებაში უმაღლესი შეფასების მქონე მსმენელებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი და გაივლიან სასწავლო პრაქტიკას საქართველოს დარგის წამყვან დაწესებულებებში.

საუკეთესოები პრაქტიკას გაივლიან სრულიად უფასოდ!

პროგრამის ხანგრძლივობა:

კურსი მოიცავს: 24 საათს.
კვირაში ჩატარდება: 3 ლექცია.
კურსის ღირებულება: 320 ლარი

2. ფარმაკოლოგიის კურსი!

ვისთვისაა კურსი გათვლილი?

ფარმაკოლოგიით დაინტერესებულ ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის. აგრეთვე პარაფარმაციით დაინტერესებული პირები შესაძლებელია იყვნენ არასამედიცინო განათლების მქონე.

ტრენინგ-კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა ან მუშაობს ფარმაცევტად ან კონსულტანტად აფთიაქში და სურს პროფესიული დონის ამაღლება.

კურსის მიზანია: კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც რეალურად შეწყობს ხელს კურსდამთავრებულს, რათა მიიღოს მეტი ცოდნა და დასაქმების შესაძლებლობა სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებსა და აფთიაქებში.

კურსი მოიცავს: თეორიული და პრაქტიკულ ნაწილს.

** თეორიული ნაწილში - მსმენელი გაეცნობა სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით.
** მედიკამენტთა თითოეული ჯგუფის განხილვა იმ დაავადებათა კლინიკასთან ერთად, რომლის დროსაც ინიშნება ეს მედიკამენტები, ასევე გაეცნობა აფთიაქის სტრუქტურას.
** სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას, ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს, მოქმედების მექანიზმებს, ჩვენებებს, გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებს;
** ფარმაცევტის სამუშაო პროგრამას;
** სარეცეპტო და არასარეცეპტო მედიკამენტების გაცემის წესებს;
** ეფექტური მომსახურებისა და გაყიდვების ტექნიკებს.

რამდენიმე ლექცია დაეთმობა პარაფარმაციას, ამ ტრეინინგის ქვეშ იგულისხმება: ბავშვთა კვება, ჰიგიენის და მოვლის საშუალებები, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებში. ტრეინინგის მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით. ტრენინგის მსვლელობისას გამოიყენება როლური თამაშები (აფთიაქის სიტუაციის სიმულირება).

ტესტირება ჩატარდება: ყოველ 3 სალექციო დღის განვლილ თეორიულ ნაწილზე. ხოლო კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება, ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 1-2 კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ.

პრაქტიკულ ნაწილში - სტაჟირების დროს გაეცნობა სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამა - Apex-ს, აფთიაქში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოების, ცვლის გადაბარების წესებს. შეისწავლის მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, ეფექტურ მომსახურებას.

სტაჟირება სად და რა ინტენსივობით ჩატარდება:

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან 1 თვიან უფასო ან ფასიან სტაჟირებას "ნეო ფარმა"-ს და "36,6"-ის პრესტიჟულ სხვადასხვა აფთიაქებში, კვირაში 6 დღე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

აფთიაქში სტაჟირების მსვლელობის პერიოდში ჩატარდება სემინარები და განიხილება აფთიაქში ხშირად შექმნილი სხვადასხვა სიტუაცია.

თეორიული კურსი გრძელდება 36 საათი
კვირაში 3-ჯერ ტარდება 2სთ -იანი ლექციები.
თეორიული კურსის ღირებულება: 250 ლარი.
სტაჟირება: 150 ლარი. (ჯგუფიდან საუკეთესო 1-2 კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის უფასოდ)

კურსს უძღვება: მოწვეული, პრაქტიკოსი, მაგისტრის ხარისხის მქონე სერტიფიცირებული ტრენერი.

მის: პეკინის 28, მე-6 სართ.
ტელ: 237 19 39; 593 61 82 12; 551 196 110;
ninovipicg@gmail.com
https://www.facebook.com/vipintellectgroup
http://www.vipintellect.ge

საკონტაქტო პირი: ნინო მღებრიშვილი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru