www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამწყები ბუღალტრის მოსამზადებელი კურსი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში - აცხადებს მიღებას დამწყები ბუღალტრის კურსზე - საბუღალტრო, საგადასახადო საქმე + Oris .

ევროპის აკადემიური ცენტრი ფლობს ISO სერტიფიკატს (ISO 9001) ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

სწავლების მეთოდი:

** თეორია + პრაქტიკა;
** ქეისების განხილვა.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი საგნების შესწავლას:

** ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;
** გადასახადები;
** საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა Oris.

სასწავლო მასალა მსმენელებს გადაეცემათ საჩუქრად.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (72 საათი);
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ, 2 საათი;
კურსის ღირებულება: 500 ლარი.
კურსი გულისხმობს შუალედურ და საბოლოო სასერტიფიკატო გამოცდას, რომლის საფუძველზეც გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" ორენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/6Dm2MH

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234; 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის I სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru