www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ზოდი პლიუსი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ბუნებრივი ქვების, შიდა და გარე კარის, სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

"ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით თბილისსა და რეგიონებში.შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!

შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათებია: 09:30-18:00
** სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** ანაზღაურება: შეთანხმებით;

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** თანამშრომლის შერჩევა/დაქირავების პროცესის სრულად მართვა;
** HR პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** თანამშრომლების პროფესიული განვითარება;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემა;
** ხელფასებისა და ბენეფიტების სისტემა;
** კომპანიის საკადრო დოკუმენტაციის მართვა (ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებების, თანამდებობრივი ინსტრუქციების/აღწერილობების, შიდა რეგლამენტების შექმნა/პერიოდული განახლება/გაცნობა და ა.შ.);
** საკადრო ბრძანებების / დოკუმენტაციის მომზადება. (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, სამუშაო აღწერილობა);
** HR პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** კადრების საჭიროების განსაზღვრა და ხელმძღვანელ პირებთან რეკომენდაციების მომზადება;
** თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროცესის კოორდინაცია;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 12 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |