www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი/2D ანიმატორი
მომწოდებელი: ზარაფხანა
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 26 აპრილი

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერი/2D ანიმატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა, ქ. თბილისი.
კატეგორია: ხელოვნება/ვიზუალური კომუნიკაცია
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა 3+ წლის მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სამკაულთან მუშაობის გამოცდილება;
** Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign - პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** შემოქმედებითი და პროგრესული ხედვა;
** დეტალებზე და ხარისხზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური სტილისა და მასალის შემუშავება;
** ახალი ტენდენციების მუდმივად მოძიება, ნაკეთობის ლამაზად დემონსტრირება და იდეების შემოთავაზება;
** კონტენტ გეგმისა და შინაარსობრივი კამპანიების ვიზუალური ასპექტის შემუშავება კომუნიკაციების გუნდთან ერთად;
** ვებ-მენეჯერთან ერთად ვებ-გვერდისთვის ვიზუალების შექმნა და საიტის ზოგად სტილისტიკაზე მუშაობა;
** ვებ-გვერდზე ატვირთული/ასატვირთი მასალების დამუშავება;
** ბრენდ მენეჯერთან ერთად დიზაინების შემუშავება და ბრენდ ბუქის დააფდეითება;
** სოც-მედია და ვებ კონტენტის შექმნაში აქტიურად მონაწილეობის მიღება (ფოტოსესიები, ვიდეოსესიები, სარეკლამო აქტივობები და ა.შ.)

ანაზღაურება: 1000 - 1200 GEL
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 9:30სთ - 6:30სთ.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე PDF ფორმატში და პორტფოლიოს ლინკი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zarapxana.ge და გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდზე http://www.zx.ge

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

საიუველირო კომპანია "ზარაფხანაში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ზარაფხანას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |