www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: UPhome
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

უძრავი ქონების სააგენტო UPhome აცხადებს ვაკანსიას ბროკერის პოზიციაზე.

UPhome არის ახალი კომპანია უძრავი ქონების სფეროში, რომელიც ბევრი სიახლით და თანამედროვე მიდგომებით გამოდის ბაზარზე. UPhome-ის უძრავი ქონების სააგენტოს ინოვაციური პროექტების გასახორციელებლად ესაჭიროება, როგორც გამოცდილი ასევე გამოუცდელი, მოტივირებული და მიზანდასახული კადრები, რომლებიც მზად არიან გამოწვევებისთვის, სიახლეებისთვის და ენერგიული მუშაობისთვის.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კრეატიულობა
** მიზანდასახულობა
** მუდმივად განახლებისა და განვითარების სურვილი
** მზადყოფნა შემეცნებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოცდილება დიდია
** ოპტიმისტური და პოზიტიური ხედვები
** გაყიდვების უნარი
** Microsoft-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მაღალ საკომისიო ანაზღაურებას: 1000-დან 5000-მდე ლარის ოდენობით
** ტრენინგებსა და "თიმბილდინგის" აქტივობებს
** კარიერულ განვითარებას
** მეგობრულ და მხიარულ ატმოსფეროს
** ყოველდღიურ სიახლეებსა და რუტინის უარყოფას
** გაყიდვების უნარის დახვეწასა და განვითარებას
** პროგრესს

სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო საათები: 12:00-დან 20:00-მდე
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის 27ა

თუ ფიქრობ, რომ შენი ყოველდღიურობა ჩვენი გუნდის წევრობით დადებითად შეიცვლება მაშინ დაგვიტოვე CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infouniprogeo@gmail.com და (subject)-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |