www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ცენტრალიზებული ბექ ოფისის თანამშრომელი - დროებითი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ოქტომბერი

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალიზებული ბექ ოფისის თანამშრომლის (დროებითი 2-10 თვე) პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC6611
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო
მოქმედების ვადა: 26.10.2021
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: დამწყები

სამუშაოს აღწერა:

ოპერაციების ცენტრალიზებულად დამუშავების განყოფილებაში ვეძებთ ბექ ოფისის მენეჯერს. უზრუნველყონ სათანადო სერვისებით და პროდუქტებით მომხმარებლები. გაიგებ მომხმარებლების საჭიროებებს და უზრუნველყოფ მათ დროულ მიწოდებას.

შენ, როგორც ბექ ოფისის მენეჯერი:

** დაარეგისტრირებ ბანკის კლიენტებს და დაარედაქტირებ მათ მონაცემებს;
** ინტერნეტ ბანკში დაარეგისტრირებ ან გაუკეთებ დეაქტივაციას მომხმარებელს;
** დისტანციური არხებიდან და გაყიდვების განყოფილებიდან შემოსული კლიენტების განაცხადებებს დაარეგისტრირებ საბანკო პროდუქტებზე;
** დაუკავშირდები კლიენტებს და შეუთანხმებ ვიზიტის დროს ბარათების, პინ-კოდების, სატელეფონო კოდების მიწოდებისთვის, გააგზავნი და შეადგენ საბუთებს;
** დაარეგისტრირებ სთენდინგ ორდერის და ავტომატური კომუნალური გადარიცხვების მოდულებში დავალებებს ან/და შეიტან ცვლილებებს;
** დააავტორიზებ ფილიალიდან და ინტერნეტ ბანკის სისტემით კლიენტის მიერ შესრულებულ სავალუტო/სალარე გადარიცხვებს;
** ინტერნეტ ბანკის და ბანკის კლიენტის სისტემის ტექსტური შეტყობინებით კლიენტებთან განახორციელებ უკუკავშირს, შეასრულებ ან/და სწორად გადაამისამართებ ტრანზაქციას
** მიიღებ, დაარეგისტრირებ და დაამუშავებ ინკასო/ყადაღებს და სასამართლო ბრძანებებს;
** სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან საბანკო დოკუმენტების მოთხოვნისას არქივიდან გამოითხოვ/ამოიღებ საბუთებს;
** განიხილავ/დაამტკიცებ სავაჭრო ობიექტებში კლიენტების მხრიდან მოთხოვნილ განვადებების განაცხადებას;
** შეასრულებ ბანკის მიერ კლიენტებზე გაცემული სესხების ჩამოჭრას, უზრუნველყოფის მოხსნას, დააკორექტირებ ჯარიმას, შეცვლი საკრედიტო ლიმიტებს;

ველოდებით გამოხმაურებას თუ:

** ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
** შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
** გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული
** გაქვს გუნდურად მუშაობის და ანალიტიკური აზროვნების უნარები

საჭირო კვალიფიკაცია:

** Microsoft Office-ის ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/6611



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |