www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / განცხადების ვადა: 28 მაისი

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://www.nikorasupermarket.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე გეგუთში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმების შესაძლებლობას სახლთან ახლოს;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

გამოგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი გეგუთში"

შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და შეავსე განაცხადი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში;

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |