ელექტრო სკუტერების გაქირავების კომპანია "ჯეთთ ჯორჯია"-ს გუნდი ეძებს სკაუტს ქ. ბათუმში.
მოვალეობა:
** ბათუმის უბნებსა და სანაპირო ზოლზე ელექტრო სკუტერების შერჩეულ ადგილმდებარეობაზე განთავსება;
** დამჯდარი ელექტრო სკუტერების ელემენტის შეცვლა;
** სკუტერების ქალაქში მოწესრიგებულად განლაგება;
** დაზიანების შემთხვევაში სკუტერის სარემონტოდ საწყობში დაბრუნება.
კანდიდატის მოთხოვნები:
** ბათუმის ქუჩების, უბნებისა და სანაპირო ზოლის ცოდნა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
** უნდა ჰქონდეს Android პლატფორმის მობილური ტელეფონი;
** აპლიკაციაში უკეთ მუშაობისთვის სასურველია ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა;
** დღის ცვლასთან ერთად, შესაძლებელია ღამის ცვლაში მუშაობაც (კანდიდატის სურვილისამებრ მოქნილი გრაფიკით).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: jobs.jett@gmail.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "სკაუტი".