მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს.ს. "ლაზიკა კაპიტალი" აწარმოებს მსურველთა მიღებას
საკრედიტო ექსპერტ-სტაჟიორის თანამდებობაზე, ზესტაფონის, ბაღდათის, ქუთაისის, ცაგერის, სამტრედიის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, ხობის, წალენჯიხის, ზუგდიდის, მესტიის, ქობულეთის, ოზურგეთის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ხულოს ფილიალებისთვის (100%-ნი დასაქმების გარანტიით).
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულად ფინანსებში და საბანკო საქმეში, ან სხვა მონათესავე ეკონომიკური პროფილით; ასევე ნებისმიერ საბუნებისმეტყველო დარგებში
** სხარტი და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელური
** კომპიუტერის, კერძოდ კი "ვორდის" და "იქსელის" ზედმიწევნით ცოდნა
** აუცილებელია იყოს შესაბამისი ქალაქის ან მიმდებარე სოფლების მკვიდრი.
** მაქსიმალური ასაკი: 25 წელი.
კანდიდატთა შერჩევა მოხდება სპეციალური ტესტირების საფუძველზე.
მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. "სივი", ქართულ ენაზე, აუცილებლად ფოტოსურათით, ელ. ფოსტის მისამართზე: job@lazikacapital.ge