www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ანდერაიტერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ანდერაიტერის პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების განყოფილებიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
** არასტანდარტული შემთხვევების განხილვა-შეთანხმება ზემდგომ მენეჯერთან;
** პროგრამული უზრუნველყოფის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება (მუშა პროცესი, ტარიფიკაცია, შეზღუდვები და ა.შ.);
** დაზღვევის პროცესის მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიცირება;
** სამუშაო პროცესის და პროდუქტების გაუმჯობესებაზე მუშაობა, ინიციატივების მომზადება;
** კონკრეტული მომხმარებლისთვის შესათავაზებელი სადაზღვევო პროდუქტის პარამეტრების განსაზღვრა;
** ზარალების განყოფილებასთან თანამშრომლობა შესაბამისი მიმართულების დაზღვევის პროდუქტებზე;
** დელეგირების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში, ზემდგომი მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office -ის ცოდნა, მათ შორის Excel;
** მათემატიკური საფუძვლების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი ანდერაიტერი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;

ელ. ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |