ავეჯის კომპანია შპს "პატერნ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე წარმოებაში.
სამუშაო ადგილი: მცხეთის რ-ნი, სოფ. მისაქციელი.
ტრანსპორტირება მოხდება კომპანიის ხარჯით დიდუბის ავტოსადგურიდან. გასვლა 9:00 სთ-ზე, უკან გამოსვლა 17:00 სთ-ზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მასალების შესყიდვის, წარმოებისა და რეალიზაციის გატარებები პროგრამაში;
** მუდმივი კონტროლი არსებულ ანგარიშებზე (დებიტორ-კრედიტორებთან არსებული მდგომარეობა, სასაქონლო-მატერიალური მარაგების რაოდენობა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ასაკი 22 დან 50 წლამდე
** საბუღალტრო პროგრამა "ფინა"-ს ან "ბალანსი"-ს ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 17:00 სთ.
ხელფასი: შეთანხმებით, 1500 ლარიდან
დაინტერესებულ პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bugalteri@yahoo.com არაუგვიანეს 15.02.2023. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.