სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას აქტივების მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაოს ტიპი: დროებითი ხელშეკრულება
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ლიზინგის აქტივების გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი თბილისსა და რეგიონებში
** აქტივების ტექნიკურ-ფუნქციონალური შემოწმება და დასკვნის მომზადება
** საჭიროების შემთხვევაში აქტივების გამოთხოვის ორგანიზება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსუბუქი/სატვირთო ავტომანქანის, საგზაო/სამშენებლო ტექნიკის ტექნიკური ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
** მოძრავი ქონების განხრით სერტიფიცირება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.