www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგ ცენტრის კოორდინატორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 13 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"თეგეტა აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ტრენინგ ცენტრის კოორდინატორის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000105
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კატეგორია: ადამიანური რესურსების მართვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3 წელი; სფერო - ტრენინგები და სწავლება.
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი; სფერო: სოციალური მეცნიერებები.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის მასშტაბით ტრენინგებისა და განვითარების გეგმის შედგენა;
** ტრენინგ ცენტრის ბიუჯეტის მართვა, ხარჯების კონტროლი;
** კომპანიის თანამშრომლების სწავლებისა და განვითარების კონცეფციის შემუშავება;
** გაყიდვების, მომსახურებისა და სერვისის პერსონალისთვის საბაზისო კომპეტენციებისა და ცოდნის განვითარების მოდულების განსაზღვრა, მასალების მომზადება და ტრენინგის პოტენციური მონაწილეების მონაცემთა ბაზის შექმნა-მართვა;
** ახალი პროდუქციის ან სერვისის დანერგვისას, პერსონალის მომზადება-გადამზადების სისტემის შექმნა;
** ხარისხიანი მომსახურების ძირითადი სტანდარტის ("სერვის+") ტრენინგ მოდულის განვითარება, ტრენინგ მასალებისა და დამხმარე მასალების შედგენა, ტრენინგის სალექციო კურსის წაძღოლა, მომსახურების ძირითადი სტრანდარტის ტრენინგის დანერგვა;
** ტრენინგების შეფასების სისტემის შექმნა და მიღებული ცოდნის ეფექტურობის შეფასების კოორდინაცია;
** ორგანიზებული ტრენინგების მონაცემთა ბაზის შექმნა, ხელშეკრულებებისა და ტრენინგების ორგანიზებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/105

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30 აპრილი, 2018 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru