www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი - ახმეტა
მომწოდებელი: ქართული კრედიტი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს "ქართული კრედიტი" დაფუძნდა- 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის "ქართული კრედიტი" საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ქართული კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

თანამდებობა: საკრედიტო ექსპერტი (გამოცდილი)
ადგილმდებარეობა: ახმეტა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, მათთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** აგრო-ბიზნეს სფეროების ანალიზი და მათი ფინანსური საჭიროების საკითხების განსაზღვრა, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი,
** პრობლემური სესხების მართვა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ეკონომიკური, ფინანსების, ბიზნესის მართვის ან აგრო მიმართულების განხრით;
** ფინანსურ ორგანიზაციაში ბიზნეს ან/და აგრო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს;
** განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში;
** საინტერესო და დინამიურ სამსახურს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია 2018 წლის 01 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2018 წლის 15 მაისისა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru