www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული მოლაპარაკების მენეჯერი
მომწოდებელი: kma.ge
გამოქვეყნდა: 2 მარტი / განცხადების ვადა: 2 აპრილი

კომპანია "კმა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული მოლაპარაკების მენეჯერის პოზიციაზე.

"kma.ge" არის პირველი ქართული ინტერნეტ შოპინგ მოლი, რომელიც გააერთიანებს საქართველოში არსებული მაღაზიების 80%ს, აქ წარმოდგენილი იქნება 80 000 ზე მეტი პროდუქტი.

მოვალეობები:

** პოტენციური პარტნიორების მოძიება და პროდუქციის შეთავაზება;
** მომხმარებელთა ბაზის შექმნა და მართვა;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** მარკეტინგის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა
** გაყიდვების სტრატეგიის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და გეგმის შესრულების უზრუნველყოფა დადგენილ ვადებში;
** გეგმიური ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
** შეხვედრების დაგეგმვა, კომპანიებთან შეხვედრების წარმართვა.
** კორპორატიული პრეზენტაციის დაგეგმვა და ჩატარება;
** კომპანიაში დანერგილი სტანდარტის მიხედვით რეპორტინგის წარმოება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** ენერგიული, შრომისმოყვარე
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული
** თავაზიანი
** პრეზენტაბელური
** ასაკი: 20-30 წელი
** ენები: ინგლისური, რუსული (სასაუბრო დონეზე)
** გამოცდილება: მოლაპარაკებების წარმოების (მინიმუმ ერთ წლიანი) გამოცდილება;

ანაზღაურება: ფიქსირებული (დამატებით ბონუსები)
სრული განაკვეთი

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ. მისამართზე: support@kma.ge და გთხოვთ საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru