www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი - დროებითი
მომწოდებელი: დიპლომატ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 4 მარტი / განცხადების ვადა: 2 აპრილი

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. "დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების - "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

"დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე (დროებითი - 6 თვე).

სამუშაო განაკვეთი: სრული
მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლების სატელეფონო მომსახურება
** თანამშრომლების პროგრამული მხარდაჭერა
** კლიენტების რეგისტრაცია და ბაზების სრულყოფა
** კლიენტების შემომავალი ზარების გადამისამართება შესაბამის პირთან
** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროებისამებრ, სხვა დამატებითი მოვალეობების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook);
** სრულყოფილი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** წინააღმდეგობის დამოუკიდებლად დაძლევის უნარი;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** აქტიური;
** კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარი;
** კეთილგანწყობილი;
** მოწესრიგებული;
** ორგანიზებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელფოსტის სათაურში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru