www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტთა მომსახურების ოპერატორი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: სან პეტროლიუმ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 13 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

"გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - "სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის საცალო ქსელში ავტოგასამართი სადგურის კლიენტთა მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში.
ადგილმდებარეობა: თბილისი; ქართლის, კახეთის(გურჯაანი), იმერეთის, გურიის (ოზურგეთი) და აჭარის რეგიონები

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა (საწვავის ჩასხმა ავტომობილში, საქარე მინის გაწმენდა, ღამის ცვლაში მაღაზიაში პროდუქციის რეალიზაცია და სხვა);
** სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ოპერაციების შესრულება;
** ობიექტზე არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** რეალიზებული პროდუქციიდან მიღებულ თანხაზე სრული პასუხისმგებლობა;
** მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;
** კომპანიაში არსებული მომხმარებლის მომსახურების სტანდარტის მკაცრად, ზედმიწევნით დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: career@gulf-ge.com 2017 წლის 13 აპრილამდე. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "სან სთორზის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

** ეთანხმებით, რომ შპს "სან სთორზი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან სთორზის" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
** ანიჭებთ შპს "სან სთორზს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
** გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან სთორზი" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru