www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფესიული პროგრამა - Certified Business Administrator
მომწოდებელი: თავისუფალი უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ESM აცხადებს მსმენელთა მიღებას პროფესიულ პროგრამაზე CBA (Certified Business Administrator).

სწავლა იწყება 2017 წლის აპრილში.

CBA პროგრამა აწყობილია ქეისებით სწავლების მეთოდზე და აერთიანებს ბიზნესის მართვის ძირითად მიმართულებებს.

პროგრამა განკუთვნილია:

** მცირე და საშუალო ბიზნესის პოტენციური მფლობელებისათვის
** მოქმედი მენეჯერებისათვის
** სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, მიიღონ კვალიფიკაცია ბიზნესის მართვის სფეროში.

პროგრამა დაგეხმარებათ:

** ბიზნესის დაწყებასა და მართვაში
** ბიზნესის სფეროში დასაქმებასა ან/და კარიერულ წინსვლაში
** მმართველი გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებაში.

საგნები:

** ბიზნესის საფუძვლები
** ბუღალტრული და მენეჯერული აღრიცხვა
** გადასახადები
** ფინანსები
** მენეჯმენტი
** მარკეტინგი.
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები მოამზადებენ ბიზნეს-პროექტს.

მოთხოვნა სერთიფიკატის მისაღებად:

** თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
** ბიზნეს-პროექტის მომზადება, წარდგენა და დაცვა

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს - CBA (Certified Business Administrator).

პროგრამის ხანგრძლივობა: აკადემიური კალენდარი შედგება 16 კვირისაგან. ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯერ. დეტალურ ცხრილს მსმენელები მიიღებენ პროგრამის დაწყების წინ.

ლექციის ხანგრძლივობა:

სამი სამუშაო დღე: 19:00-21:45. 
შაბათი: 10:00-16:00.
 
პროგრამის ღირებულება: 2290 ლარი
სწავლის საფასურის ნახევარი უნდა დაიფაროს სწავლის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი - სწავლის დაწყებიდან რვა კვირის განმავლობაში. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: http://freeuni.edu.ge/CBA

მონაწილეებს დავუკავშირდებით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საკონტაქტო პირი: თეა ხინჩაგაშვილი
ტელ: 579 494848
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
ვებ-გვერდი: www.freeuni.edu.ge
Facebook: http://www.facebook.com/FreeUniProf.Programs



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru