www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამაგისტრო პროგრამა - მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

კავკასიის მედიის სკოლა აცხადებს მიღებას სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე - მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა.

კავკასიის მედიის სკოლის მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ წარმატებას მიაღწიოთ როგორც ჟურნალისტმა, როგორც საშუალო ან მაღალი რგოლის მედია მენეჯერმა ბეჭდურ, სამაუწყებლო და ინტერნეტმედიაში. ასევე, იმუშაოთ როგორც მედიის მკვლევარმა. პროგრამის ავტორები არიან კავკასიის მედიის სკოლის დეკანი, ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი და "რადიო თავისუფლების" თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი, პროფესორი, მარინა ვაშაყმაძე.

მედიის სკოლის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია პროფესიონალთა იმ წრისთვის, ვისაც მიღებული აქვს საბაკალავრო განათლება.
პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელი. სწავლების დასაშვები ხანგრძლივობა 5 წლამდე.
სამაგისტრო პროგრამის საფასური - წელიწადში 4 950 ლარი. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ თანხა გადაიხადონ ფინანსურ დეპარტამენტთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სწავლის დაფინანსება შესაძლებელია CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ აპლიკანტი:

** არის ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
** და აქვს ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.
** კურსზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ლექციები ტარდება საღამოს, 19:00-22:00, ან შაბათი, დღის განმავლობაში.

თუ გსურთ ჩვენთან ისწავლოთ:

** უნდა ჩააბროთ საერთო სამაგისტრო გამოცდა - A ტიპის ტესტი და გადალახოთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
** უნდა გაიაროთ საუნივერსიტეტო გასაუბრება.

მოთხოვნები:

შეავსეთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა. ქვემოთ მითითებული საბუთები კი წარმოადგინეთ კავკასიის უნივერსიტეტში: ანა პოლიტკოვსკაიას 10 (ყოფ. ჯიქიას ქ.)

** სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** 4 ცალი ფოტოსურათი (საპასპორტო ზომის);
** ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან, რომ სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტურობის შესახებ);
** სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისათვის);
** სარეკომენდაციო წერილი (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
** რეზიუმე (როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე);
** წარმოადგინეთ საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საკონტაქტო პირები:

ნინო ჟიჟილაშვილი, კავკასიის მედიის სკოლის დეკანი
ტელ: 237 77 77 (შიდა: 155)
ელ.ფოსტა: nzhizhilashvili@cu.edu.ge

სალომე მათიაშვილი, კავკასიის მედიის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი
ტელ: 237 77 77 (შიდა: 201)
ელ.ფოსტა: smatiashvili@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru