www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო დოლაბაური
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

სასტუმრო "დოლაბაური" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა
** ბრუნვის ანალიზის მიხედვით საჭირო პროდუქციის შეძენა მენეჯერთან შეთანხმებით
** რესტორნისათვის დადგენილი პროცედურების შესრულება
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
** სასმელის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება
** სასტუმროში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია
** ბარში სათანადო გარემოს შექმნა, სალარო პროცესის მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
** თანამედროვე ბარის ორგანიზაციის, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, 1 დოლაბაურის #1ა

ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე hr.hoteldolabauri@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: " ბარმენი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru