www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტ-გამყიდველი
მომწოდებელი: Game Zone
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

სათამაშო კომპიუტერების და ვიდეოთამაშების მაღაზია "Game Zone" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-გამყიდველის თანამდებობაზე - სრულ განაკვეთსა და ნახევარ განაკვეთზე.

მაღაზია "Game Zone" არის მულტიმედია მაღაზია, სადაც წარმოდგენილია როგორც სათამაშო კომპიუტერები (Xbox; PlayStation) ასევე ვიდეოთამაშები და აქსესუარები.

ვაკანსიაზე განიხილებიან 20-დან 28 წლამდე ასაკის ბიჭები.

სრულ განაკვეთური ვაკანსიის პირობებია:

სამუშაო საათები - 11-დან 9 საათამდე.
დასვენება კვირაში 1 დღე/2 დღე, მონაცვლეობით.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის საცალო რეალიზაცია, სალარო აპარატთან მუშაობა, სასაწყობე პროგრამასთან მუშაობა.
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა
** მაღაზიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა.

ნახევარ განაკვეთური ვაკანსიის პირობებია:

სამუშაო საათები - 11-დან 9 საათამდე.
სამუშაო დრო - კვირაში 3 დღე (პარასკევი, შაბათი, კვირა)

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის საცალო რეალიზაცია, სალარო აპარატთან მუშაობა, სასაწყობე პროგრამასთან მუშაობა
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა
** მაღაზიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა

ძირითადი მოთხოვნები:

** მობილიზებული,
** ორგანიზებული,
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
** კომუნიკაბელური, კლიენტებთან ურთიერთობისა და კონსულტაციის გაწევის უნარი.
** აუცილებელია საკომუნიკაციო ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel)

ყველაზე მთავარი მოთხოვნაა: დაინტერესებული პირი კარგად ერკვეოდეს სათამაშო კომპიუტერებში და კომპიუტერულ თამაშებში.

გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

მაღაზია მდებარეობს:

** ქავთარაძის 1 (ს/ც გუდვილი).
** ჭავავაძის 37 ლ ( სმარტი).
** თბილისი მოლი მე - 2 სართული.
** სითი მოლი გლდანი - 1 სართული.
** ცინცაძის 12 (კარფური).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: gamezone.ge@yahoo.com

გთხოვთ მიუთითოთ რომელ სამუშაო განაკვეთზე გსურთ მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru