www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / განცხადების ვადა: 28 ივლისი

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე, ქონებრივი ზარალების მართვის და მომსახურების დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პუშკინის 3
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი, სრული განაკვეთი)

ძირითადი მოვალეობები:

** პრობლემური ზარალების რეგულირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის მოძიება და პრობლემური გადამხდელების შესახებ ინფორმაციის მიღება;
** პრობლემურ გადამხდელებთან, ვალდებულების დადგენილ ვადებში გადახდასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების წარმოება, როგორც სატელეფონო გზით, ასევე ადგილზე ვიზიტით;
** პრობლემური გადამხდელების მიერ გაპრობლემური სავაჭრო ოპერაციების თანხების დაზღვევისათვის გადახდის უზრუნველყოფა;
** დაზღვეული კომპანიისთვის ზარალის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება პრობლემურ აქტივების მართვის ან დისტრიბუციის მიმართულებით;
** მნიშვნელოვანია სავაჭრო ობიექტებთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Word-ის და MS Excel-ის ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** შესრულების სიზუსტე და სისწრაფე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2017 წლის 28 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, Subject line-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru