www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული მოსავალი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / განცხადების ვადა: 23 ივლისი

შპს "ქართული მოსავალი" არის საქართველოში წამყვანი პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ ადგილობრივი წარმოების ბოსტნეულს.

სექტორი: სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და დისტრიბუცია
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი
პოზიცია: წარმოების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების გრაფიკის დაგეგმვა და ორგანიზება და მონიტორინგი.
** წარმოების და ხარისხის კონტროლის ანალიზი პრობლემების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად.
** პერსონალის მუშაობის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ჩართვა სამუშაოს გაუმჯობესებისთვის.
** ხარისხის კონტროლის სტანდარტების განსაზღვრა.
** წარმოებისთვის საჭირო მასალების შერჩევა, შეკვეთა და შეძენა.
** წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური დანადგარების შეკეთებისა და რეგულარული მოვლა-შენახვის ორგანიზება.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ზედამხედველობა.
** საწარმოო პროცესის ზედამხედველობა.
** შეფუთვაზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტის მონიტორინგი.
** პროდუქტის წარმოების ადგილას ჰიგიენური ნორმებისა და სტანდარტების კონტროლი.
** საწარმოო რისკების შეფასება და აღმოფხვრის გეგმის მომზადება.
** კომპანიის მენეჯმენტის მიერ დადგენილი ფორმით წარმოების შესახებ სრულყოფილი რეპორტინგის წარმოება.
** კანონმდებლობით განსაზღვრული საწარმოო ნორმების და წესების სრულყოფილი დაცვა საწარმოო პროცესის მიმდინარეობისას.

საჭირო ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების სფეროში
** სასურველია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ცოდნა
** სავალდებულოა ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დაგეგმარებისა და ანალიზის უნარი

დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა გამოცდილება და უნარები თანხვედრაშია მოთხოვნებთან გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია მისამართზე hr@harvest.ge არაუგვიანეს 2017 წლის 23 ივლისისა. გაცნობებთ, რომ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება მესამე პირზე გადაცემა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების მქონე კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru