www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ავეჯის სავაჭრო ცენტრი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 17 აგვისტო

ავეჯის სავაჭრო ცენტრი (ავეჯი, ტექსტილი, ბროლი, აქსესუარი) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.

ვალდებულებები:


** გაყიდვების ორგანიზება და მართვა;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** სავაჭრო სივრცის დიზაინის შექმნა და მერჩენდაიზინგი;

აუცილებელი მოთხოვნა:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (ტესტირება ექსელში);
** დახვეწილი მეტყველება, დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
** უცხო ენის ცოდნა (სასურველია)
** ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა!).

სტაჟის არმქონენი და სტუდენტები ნუ გამოგზავნით თქვენს მონაცემებს.

გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად. არჩეული კანდიდატები გაივლიან 15-დან 30 დღემდე უფასო სწავლება-ტრენინგებს. ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მათ გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება 2 თვიანი გამოსაცდელი ვადით, რომელიც მოიაზრება საგამოცდო-სწავლების პერიოდად.

საგამოცდო-სწავლების პერიოდში ხელფასი განისაზღვრება 400-დან 600 ლარამდე.

საგამოცდო-სწავლების პერიოდის გავლის შემდგომ პოზიცია, ხელშეკრულების პირობები და ანაზღაურება განისაზღვრება კომპეტენციის, მიღებული შედეგების, ცოდნის და უნარების შესაბამისად, 600-დან 1200 ლარამდე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:30-დან 20:00 საათამდე, კვირაში 1 დასვენების დღე და დამატებით დასვენების დღე მცოცავი გრაფიკის შესაბამისად (შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ)

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. ასევე გთხოვთ CV-ში მიუთითოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან მასში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტის ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

ხელშეკრულების დარღვევისას გათვალისწინებულია სანქციები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, აუცილებლად სურათით, შემდეგ მისამართზე: hr@pm.ge (სურათის გარეშე CV არ განიხილება).

გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru