www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") ქალაქ თბილისში - ვაზისუბანში ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსიები მოლარის პოზიციებზე.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" წარმოადგენს ერთერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. "მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები" მართავს "კარფურის" ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური", როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს მოლარის პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS OFFICE - პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივლისისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru