www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი - ბაკურიანი
მომწოდებელი: სასტუმრო კრისტალი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

4* სასტუმროების ქსელი "კრისტალი" ბაკურიანში, მაღალი ხარისხით და შესაბამისი სტანდარტებით, იწვევს დასაქმების მსურველებს სხვადასხვა პოზიციებზე.

სასტუმრო "კრისტალი" დაარსდა 2009 წელს. დღეის მდგომარეობით ის მოიცავს ორ სასტუმრო კომპლექსს, ვილების კომპლექსებს, აპარტ ჰოტელს. სასტუმრო კომპლექსი გამოირჩევა საუკეთესო ადგილმდებარეობით, დახვეწილი დიზაინით და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე და თანამშრომელთა კეთილდღეობაზე.

პოზიცია: ბუღალტერ-ოპერატორი
მდებარეობა: ბაკურიანი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 22 წლის ზევით.
** სქესი: არ არის შეზღუდული
** უმაღლესი განათლება
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინტერნეტბანკში მუშაობის გამოცდილება
** Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** საბუღალტრო პროგრამა "FINA"-ში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო ოპერაციების წარმოება "FINA"-ში;
** გადარიცხვები და ჩარიცხვების კონტროლი;
** რესტორნის საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ყოველთვიური და კვარტალური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** ორგანიზებულობა
** პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა
** ცვლილებებისადმი მზაობა.

დამატებითი პირობა: საცხოვრებლით, ტრანსპორტირებით და კვებით უზრუნველყოფა.
სამუშაო პირობა: სრული განაკვეთი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@hotelcrystal.ge და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივლისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru