www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი/დისტრიბუტორი
მომწოდებელი: მაქსიმალ კოსმეტიკი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

შპს "მაქსიმალ კოსმეტიკი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერ/დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.

აუცილებელი მოთხოვნები:

1. უმაღლესი განათლება;
2. რეკომენდაცია წინა სამსახურიდან;
3. ასაკი: 22-დან 35 წლამდე;
4. გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
5. მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
6. აუცილებელია აღნიშნულ სფეროში/პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
7. ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია.

აუცილებელი პიროვნული და პროფესიული თვისებები:

** სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;
** კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** დახვეწილი მეტყველება;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, რაც გამოიხატება არსებულ და მომავალ კლიენტებთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, აგრეთვე კონფლიქტური სიტუაციების სწრაფი მოგვარების და გადალახვის უნარი.
** ავტომანქანის მართვის საფუძვლიანი ცოდნა, კომპანიის ავტომანქანის ტექნიკური მხარის მუდმივი კონტროლი, სისუფთავის უზრუნველყოფა და უსაფრთხო გადაადგილება;
** გაყიდვების წარმოების უნარი;
** ორიენტირებული გაყიდვების ზრდაზე;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება (ზედნადებების rs.ge-ზე ატვირთვა, ცოდნა უპირატესობაა, თუმცა არა აუცილებლობა)
** სალარო აპარატთან მუშაობა; (ცოდნა უპირატესობაა, თუმცა არა აუცილებლობა)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთის ფორმირება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადების შემუშავება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება;
** შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდების კონტროლი.
** სავაჭრო ობიექტებში არსებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოწოდება.
** ყოველდღიური გაყიდვების დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, ვარკეთილი
** დასვენების დღე: კვირა
** ანაზღაურება: ხელფასი გამომუშავებით, ზრდადი ბონუსით;
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** მხარდაჭერა: კომპანია უზრუნველყოფს ავტომანქანით, ულიმიტო ტელეფონით
** სამუშაო არეალი: თბილისი და მისი შემოგარენი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით (აუცილებელია) ელექტრონულ მისამართზე: maximalcosmetics@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 8 მარტი, 2018 წ.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru