www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორის თანაშემწე - თელავი
მომწოდებელი: იორ დრაგზ ფარმა
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

შპს "იორ დრაგზ ფარმა" და "ქართული ფარმაცევტული საწარმო" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თელავი
დასაქმება: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

მოვალეობები:

** ელექტრონული და საქაღალდე დოკუმენტაციის მართვა;
** ინფორმაციის სორტირება/მართვა;
** კორესპონდენციის მართვა;
** დოკუმენტაციის მომზადება;
** ვებ-გვერდის მართვა;
** ონლაინ გაყიდვების მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** ანალოგიურ ან მსგავს სფეროში მუშობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (სავალდებულოა მხოლოდ ინგლისური ენა; სხვა ენების ცოდნას მიენიჭება უპირატესობა).

სავალდებულო უნარები და შესაძლებლობები:

** სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ გარემოში გუნდური მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები.

დამატებითი ინფორმაცია:

** სტაჟირება და გამოსაცდელი ვადა ითვალისწინებს 2 თვიან პერიოდს;
** გამოსაცდელი პერიოდის დროს ანაზღაურება განისაზღვრება 300 ლარით + პრემიალური დანამატი;
** გამოსაცდელი ვადის შემდეგ ფიქსირებული ანაზღაურება განისაზღვრება შედეგების მიხედვით და მუდმივად ზრდადია გაყიდვების შესაბამისად - 500-დან 1200 ლარამდე + პრემიალური დანამატი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით, ელ-ფოსტაზე: drugsoffice@gmail.com ან office@yourdrugs.net



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru