www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არხის უფროსი - მარნეული
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას არხის უფროსის თანამდებობაზე ქ. მარნეულში (ქვემო ქართლის რეგიონი, ხრამი-დებედას სერვის-ცენტრი).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაგისტრალური და გამანაწილებელი არხების და მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** არხების გარღვევის, ნაგებობების დაზიანების და წყალმომხმარებლების მიერ წყალგანაწილების კვანძების თვითნებური რეგულირების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
** სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა, დეფექტური აქტების შედგენა, სამუშაოთა წარმოების უზრუნველყოფა;
** საექსპლუატაციო ღონისძიებების გეგმის შემუშავება, მასალებზე და მოწყობილობებზე განაცხადების შედგენა;
** განსხვისების ზოლის დაცვა და მოვლა-შენახვის უზრუნველყოფა, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
** სამოქმედო უბანზე შრომის და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** წყლის მართვა-რეგულირების უზრუნველყოფა წყალმომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების და გეგმიური წყალსარგებლობის პირობების დაცვით;
** საწარმოო დანიშნულების ობიექტებისათვის წყალგანაწილების კვანძებში მიწოდებული წყლის რაოდენობის აღრიცხვის ორგანიზება და კონტროლი;
** მორწყული მიწის ფართობის დადგენილი ფორმით აღრიცხვა-დამოწმების ორგანიზება;
** წყალმომხმარებლისათვის გაწეული სამელიორაციო მომსახურების საფასურის სრულად და დადგენილ ვადებში ამოღების მიზნით, ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის ან აგროინჟინრის კვალიფიკაციით;
** სამელიორაციო სისტემების ექსპლუატაციის სამსახურებში ან სამშენებლო ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა; კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** რთულ გარემო-პირობებთან ადაპტაციის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული;
სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
ანაზღაურება: 560 ლარი (ხელზე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 25.02.2018. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "არხის უფროსი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru