www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თერმოინდუსტრია
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

შპს "თერმოინდუსტრია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ეკონომიკის, ბიზნესის მიმართულებით);
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება გათბობის, კონდენცირების, ვენტილაციის, წყალმომარაგების ან მომიჯნავე სფეროში;
** 1C-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია დილერებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** აუცილებელია ქართული ენის ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო განრიგი: სრული, კვირაში 5 დღე 10:00-დან 18:00-მდე, კვირაში 1 დღე 10:00-დან 16:00-მდე

კანდიდატთა შერჩევა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@thermoindustria.com და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 5 მარტი .

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru