www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Bentley თბილისი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

"Bentley თბილისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია, საავტომობილო ან "ლაქშერი" ბრენდის გაყიდვებში)
** კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება
** კვარტალური და წლიური ანგარიშის წარმოების გამოცდილება
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დროის მართვის უნარ-ჩვევები
** ენერგიული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელური
** კლიენტის დარწმუნების უნარი
** სწორი გამართული მეტყველება
** გუნდური მუშაობის უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილის შეკვეთის განხორციელება (ინგლისურ ენაზე)
** გაყიდვების გეგმის შედგენა, პერიოდული განახლება და შესრულება
** არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობა
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და ურთიერთობის გაღრმავება
** კომპანიის უპირატესობების განსაზღვრა
** მსოფლიო ბაზარზე დარგის განვითარების ტენდენციების მუდმივი თვალყურის დევნება
** მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა
** საავტომობილო ტერმინოლოგიის ათვისება
** მომხმარებლებისთვის, საჭირო ინფორმაციის მიწოდება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე: info@bentleytbilisi.ge და მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეს განხილვის შემდეგ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru